გონიო – აფსაროსის ციხე

09Jun

აჭარაში გონიოს დასახლებაში ბათუმიდან 15 კილომეტრზე მდებარეობს საქართველოს ყველაზე ძველი ციხე  – გონიოს ციხე ან გონიო – აფსაროსის ციხე-სიმაგრე. ციხესიმაგრის ისტორია რამდენიმე ათასწლეულებს ითვლის. უძველესი არქეოლოგიური გათხრები ციხის ტერიტორიაზე  ჩვენს ერამდე XV-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. არსებობს ლეგენდა, რომ სახელწოდება აფსაროსი მომდინარეობს არგონავტების შესახებ  ძველბერძნული მითისაგან. ლეგენდის მიხედვით სწორედ ამ ადგილას იყო დაკრძალული იასონის მიერ მოკლული მეფის ვაჟი – აფსირტი.

გონიო-აფსაროსის ციხესთან მრავალი ლეგენდა და მითია დაკავშირებული. ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს საფლავი, რომელსაც დრეისათვის თვლიან იესო ქრისტეს ერთერთი აპოსტოლის – მატფეის საფლავად, რომელის მაცხოვარმა თავის წრეში იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მიიღო. ერთერთი ვერსიით ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მატფეი გონიოს ციხეში მოვიდა და ქადაგება დაიწყო.

დღეისათვის გონიო – აფსაროსის ციხე წარმოადგენს აჭარის ისტორიის რომის პერიოდის ძეგლს. განლაგება, ციხის არქიტექტურა თითქმის არ შეცვლილა მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. მიუხედავად იმისა რომ წმინდა მატფეის საფლავის პირდაპირ მეჩეთი, ხოლო რომაული აბანოები გადაკეთებულ იქნა აღმოსავლურ აბანოებად, ციხის საერთო არქიტექტურა ისეთივე დარჩა, როგორც ორი ათასი წლის წინ რომაელების დროში.

ციხის კედლების საერთო სიგრძე 900 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრი. თავდაპირველად, ციხის პერიმეტრზეაგებული იყო 7 მეტრი სიმაღლის 22 კოშკი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დროთა განმავლობაში დაინგრა და დღეს ციხე მხოლოდ 18 კოშკს ითვლის. ციხეს 4 შესასვლელი და გამოსასვლელი გააჩნდა, დღეს შემონახულია მხოლოდ დასავლეთის შესასვლელი.

გონიოს ციხის ისტორია დღემდე მალავს ბევრ საიდუმლოს.  აქ დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ხოლო მეცნიერები აკეთებენ მრავალ ახალ აღმოჩენას, ისეთებს, როგორიც იყო 1974 წელს ციხის სამხრეთ კედელთან აღმოჩენილი განძი, რომელიც ჩვენი ერის V საუკუნით თარიღდება. გონიოს ციხის უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ 1994 წელს იგი ნაკრძალ-მუზეუმად გამოაცხადა.