მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარ მეფის ხიდი

09Jun

მაღალმთიანი აჭარა სავსეა სილამაზითა და ისტორიული ადგილებით. მახუნცეთის ჩანჩქერი მდებარეობს ქედის მინიციპალიტეტში ბათუმიდან 30 კილომეტრში და ითვლება საქართველოს ერთერთ ყველაზე ლამაზ ჩანჩქერად. ჩანჩქერთან მოხვედრა შესაძლებელია ცნობილი თამარ მეფის ხიდით, რომელსაც ასევე მახუნცეთის ხიდი ეწოდება. ეს აჭარის ერთერთი დიდი თაღოვანი ხიდია, მისი სიგრძე 20 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 6 მეტრი.