ბათუმის სანაპიროზე მოძრავი სკულპტურა „ალი და ნინო“ – საქართველოს შავიზღვის კურორტის ერთერთი ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი ღირსშესანიშნაობაა. ბათუმის სტუმართა უმრავლესობის აზრით, „ალი და ნინო“ – ნამდვილი სიყვარულის ძეგლია, რომელმაც არ იცის ზღვარი და ცრურწმენები.
შვიდმეტრიანი „ჰაეროვანი“ გამჭვირვალე ლითონისაგან დამზადებული ალისა და ნინოს ფიგურები, ნელნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობის ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს ამაღელვებელი პროცესი ყოველ 10 წუთში მეორდება.
სკულპტორ თამარ კვესიტაძეს ასეთი ძეგლის შექმნა შთააგონა იმავე სახელწოდების რომანმა, რომლის ავტორობასაც კურბან საიდს მიაწერენ. რომანი „ალი და ნინო“, პირველად 1937 წელს გერმანულ ენაზე ავსტრიაში გამოქვეყნებული, მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსულმანის ალი შირვაშირისა და ქართველი ქრისტიანის ნინო ყიფიანის სიყვარულზე. წიგნში მოთხრობილი მოვლენები ვითარდება კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.

