ბათუმის ყველაზე მთავარი და უძველესი ღირსშესანიშნაობაა – ბათუმის ზღვისპირა პარკი- რომელიც გადაჭიმულია შვიდ კოლომეტრზე და განლაგებულია ბათუმის ზღვისპირა ნაწილის გასწვრივ ჩრდილო-დასავლეთით. მისი მშენებლობა 1881 წელს დაიწყო, როდესაც მ,აშინ ჯერ კიდევ ბათუმის ოლქის გუბერნატორმა დაავალა გერმანელ მებაღეებს რესლერსა და რეიერს აეშენებინათ პარკი ქალაქის სანაპიროს გასწვრივ. მათი პროექტი ცხოვრებაში განახორციელა ფრანგმა მემამულემ, მხატვარმა-მებაღემ და ბუნების მოყვარულმა მიხაილ დ, ალფონსმა, რომელიც გახდა ბათუმის ზღვისპირა პარკის პირველი მებაღე და მშენებელი. ბოლო წლებში ის გაამშვენიერეს თანამედროვე სკულპტურებით, ორიგინალური სკამებით და შადრევნებით. ზაფხულის სეზონის პიკში ნაპირი გავსებულია კაფეებით, რესტორნებით, პლაჟის ბარებითა და კლუბებით. სეზონის შემდეგაც ეს უცვლელად მშვენიერი ზღვისპირა ბულვარია. დღის რომელ დროსაც არ უნდა გამოისეირნოთ აქეთ, დილის წყნარ საათებში ან ცხელ შუადღეს, თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ მოხვიდეთ აქ მზის ჩასვლისას, რათა იხილოთ როგორ იძირება მზე ზღვაში.
პარკის ერთერთი ყველაზე დასამხსოვრებელი ღირსშესანიშნაობად ითვლება ცნობილი მომღერალი შადრევნები. ბულვარში პირველი „მოცეკვავე“ შადრევნები 1977 წელს გაჩნდა. ისინი ქართველმა არქიტექტორმა ერქომაიშვილმა დააპროექტა. სამი მათგანი იხსნება განცვიფრებული მნახველების წინაშე პარკში შესვლისთანავე. ეს შადრევნები განლაგებულია ერთმანეთის მიყოლებით და დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენენ. ზოგჯერ განსაკუთრებულ მზიან დღეებში შადრევნების თავზე ცისარტყელას დანახვაცაა შესაძლებელი.
დაგეგმარების მიხედვით ბულვარი წარმოადგენს ხუთ პარალელურად განლაგებულ ხეივანს, რომლებიც გაყოფილია კლასიკური გაზონებით, ასევე სხვადასხვა კაფეებით. პირველ ხეივანში, რომელიც ატარებს სახელწოდებას მაგნოლიების, განლაგებულია პავილიონი, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან ჭადრაკისა და ნარდის მოყვარულები.
ბულვარის ცნობად სავიზიტო ბარათად იქცა მილიონობით მისალოცზე ტირაჟირებული ბერძნული კოლონადები, დადგმულნი 1934 წელს. დახვეწილი კოლონადები გამოდიან პარკ-ბულვარის სტილირიზირებული კარიბჭის როლში.

