ბათუმის ბოტანიკური ბაღი

< Go back

ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამოიყურება როგორც ბიბლიური ფურცლებიდან ჩამოსული ედემის ბაღი. სხვაგვარად კიდე რა შეიძლება ვუწოდოთ ამ თვალწარმტაც სამოთხის მხარეს, სადაც ერთ ადგილასაა შეკრებილი ყველაზე იშვიათი, ველური და ლამაზი მცენარეების ნიმუშები მთელი მსოფლიოდან! ბაღის უზარმაზარ ტერიტორიაზე (110 ჰექტარზე მეტი) შეგროვებულია ხის ჯიშების კოლექცია ორი ათას ერთეულზე მეტი რაოდენობით.

ამათგან მცირე ნაწილი – მათგან 104 – იზრდება კავკასიაში. დანარჩენები ჩამოტანილია პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან და განაცვიფრებლად იზრდებიან ერთმანეთის გვერდი-გვერდ: იაპონური საკურა, კანარის ფინიკის პალმა, კაქტუსები, ბამბუკები, პალმები, მაგნოლიები და კიპარისები. ხეების გარდა ბაღში ფართოდაა წარმოდგენილი სუბტროპიკული ბუჩქნარები და მცენარეები. სულ ბაღში სხვადასხვა სახისა და ფორმის ხუთი ათასზე მეტი მცენარეა.

მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ბოტანიკური ბაღი განლაგებულია     ათ კილომეტრზე ბათუმის ჩრდილოეთით კურორტ მწვანე კონცხის შემოგარენში. ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაყოფილ იქნა მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზე 1880 წელს. ფართო პუბლიკისათვის ბაღი, სადაც ახლა ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების იშვიათი სახეობები იზრდება, 1912 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად ატასობით დამსვენებელსა და სტუმარს ღებულობს.

ბოტანიკური ბაღის წყნარი ჩრდილიანი ხეივნები იქცა მისი დამაარსებლის რუსი გეოგრაფისა და ბოტანიკის ანდრეი კრასნოვის უკანასკნელ განსასვენებელ ადგილად. ბოტანიკ კრასნოვის პირმშომ, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ორი მსხვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ექსპედიციიდან ჩამოტანილი ნერგებით დაიწყო, 100-წლიან იუბილეს გადააბიჯა და იქცა აჭარის ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებად ადგილად.