მედეას ძეგლი ევროპის მოედანზე

< Go back

ბათუმის ცნობილი ევროპის მოედანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სულ ახლოს ასტრონომიულ საათსა და ნეპტუნის მოედანთან. ეს ადგილი პოპულარულია ტურისტებისა და ტუროპერატორებისათვის მედეას ძეგლისა და მისი ისტორიის გამო.

ითვლება, რომ აჭარის ტერიტორიაზე ოდესღაც არსებობდა კოლხიდის ცივილიზაცია. მედეამ, რომელიც მეფის ასული იყო, არგონავტ იასონისადმი სიყვარულით მოჯადოებულმა, დაეხმარა მას მოეტაცა თავისი ხალხის კეთილდღეობის გარანტი და თილისმა – ოქროს ვერძი. წყვილი ხომალდ არგოთი გაიქცა, რომელიც გამოსახულია ძეგლზე. ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ მედეა იყო თავისი დროის მცოდენე მკურნალი და ფარმაცევტი, ამიტომ სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა მეცნიერებას მედიცინა. დღეს მედეას ძეგლი ოქროს ვერძით, რომელიც ნამდვილად მოოქროვილია, არის სიმდიდრის, აყვავების და საქართველოს ევროპულ სამყაროსთან კავშირის სიმბოლო.

ევროპის მოედნის ცენტრში  ასევე მყუდროდ განლაგებულია პატარა შადრევანი, რომლის ნაკადებიც ამოვარდება მიწიდან, რომელიც საშუალებას იძლევა ისეირნო მათ შორის, ინებივრო და არ დასველდე.