„მტირალას“ ეროვნული პარკი

< Go back

ნაკრძალი მტირალა განლაგებულია იმავე სახელწოდების მთაზე, რომლის სიმაღლეც 1700 მეტრზე მეტს შეადგენს. მთის სახელწოდება შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც „მტირალი“, რადგანაც თითქმის მთელი წელიწადი აქ ნისლია. ბუნებრივი პარკის ფართობი შეადგენს 6000 ჰა. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობანია –  სამკურნალო მინერალური წყლები და სუფთა წყაროები. რადგანაც მიკროკლიმატი აქ ყველაზე ნესტიანი საქართველოში, ნაკრძალის შემოგარენი მდიდარია სხვადასხვა სახის მცენარეებით. აქ იზრდება კოლხიდის ტყე და ბზის ჭალა, ხოლო ზოგიერთი მცენარე გვხვდება გამონაკლისად მხოლოდ ნაკრძალის ტერიტორიაზე და სხვაგან არსად მსოფლიოში. ასევე ტურისტების ყურადღებას იწვევს სოფელი ნაკრძალის ტერიტორიაზე, რომელშიც სახლებს შენარჩუნებული აქვთ თავიანთი უწინდელი სახე, მათ აშენების დღიდან 200 წელზე მეტი გავიდა.

ექსკურსია ნაკრძალ მტირალაში ასევე მოიცავს მდინარე ჩაქვისწყლის ხეობას. შესაძლებელია ჩანჩქერთან ფეხით ასვლა, საიდანაც იხსნება ბუნების თვალწარმტაცი ხედი, აქ პიკნიკის მოწყობაცაა შესაძლებელი. ასევე ჩანჩქერის გვერდით მდებარე მდელოზე შეგიძლიათ ცხენებით ისეირნოთ. ნაკრძალში არის კემპინგი, ამიტომ თუ თქვენ აქ ავტომობილით მოდიხართ, შეგიძლიათბ ღამეც კი გაათენოთ. ხოლო ადგილობრივ ტურისტულ ცენტრში თქვენ გაგაცნობენ არამარტო ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობას, არამედ ქართველი ხალხის უძველეს წესებსა და ტრადიციებს. აქ მუშაობენ საინფორმაციო დარბაზები და გამოფენა – გაყიდვები, სადაც შეიძლება შეიძინოთ ხელნაკეთი ნაკეთობანი და ტრადიციული ქართული სუვენირები.