არქეოლოგიურ – არქიტექტურული ნაკრძალ – მუზეუმი „პეტრას – ციხე“

< Go back

არქეოლოგიურ – არქიტექტურული ნაკრძალ – მუზეუმი „პეტრას – ციხე“ განლაგებულია სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე და მოიცავს პეტრას ციხის შუასაუკუნოვან კომპლექსსა და მის შემოგარენს. უძველესი ისტორიული ციხე- ქალაქი პეტრა წარმოადგენს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ერტერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური კულტურის ძეგლი. წარმოებულმა გათხრებმა გამოავლინეს სხვადასხვა ისტორიული პერიოდების რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი.

პეტრა –  ბერძნული სიტყვაა და „კლდეს“ ნიშნავს. ციხე- ქალაქი პეტრა აშენებული იქნა ბიზანტიელების მიერ VI საუკუნეში,  II საუკუნის ლაზური ციხის ბაზაზე. პეტრას ციხიდან კონტროლირდებოდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირებისაკენ მომავალი საზღვაო ნაოსნობა. ბიზანტია და სპარსეთი დიდად დაინტერესებული იყვნენ პეტრას ხელში ჩაგდებით, რადგანაც პეტრას ციხიდან კონტროლზე იყო დამოკიდებულიმათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში. სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი ომისა ბიზანტიასა და სპარსეთს

შორის VI საუკუნეში, ხოლო მოგვიანებით რუსეტსა და თურქეთს შორის. მეცნიერთა ნაწილი პეტრას აიგივებენ „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთის ციხესთან.