წმინდასამებისტაძარისამებისმთაზე.

< Go back

წმინდა სამება, ანუ წმინდა სამების ტაძარი წარმოადგენს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ ტაძარს. 1995 – 2004 წლებში აშენებული ტაძარი მდებარეობს წმინდა ილიას მთაზე, რომელიც მდინარე მტკვარის მარცხენა სანაპიროზეა. მოცემული პროექტის ავტორია ცნობილი არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი.

ქალაქ თბილისში ახალი საკთედრო ტაძრის მშენებლობის იდეა 1989 წელს გაჩნდა, ქრისტეს შობიდან 2000-წლიანი იუბილის აღნიშვნის და ქართული მართლამდიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500-წლის იუბილის აღნიშვნის წინ. მალე გამოცხადდა კონკურსი სამების ტაძრის საუკეთესო პროექტისათვის. კონკურსში გაიმარჯვა არქიტექტორმა ა. მინდიაშვილმა. სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისტან დაკავშირებით პროექტი შეჩერდა მთელი 6 წლით და მხოლოდ 1995 წლის ნოემბერში ჩაიდო პირველი ქვა ტაძრის საძირკველში. ტაძრის საზეიმო გახსნა შედგა წმინდა გიორგის ხსენების დღეს 2004 წლის 23 ნოემბერს.

წმინდა სამების ტაზარი წარმოადგენს: ტაძარს, სამრეკლოს, პატრიარქის რეზიდენციას, მამათა მონასტერს, სასულიერო სემინარიას და აკადემიას, სასტუმროს და სხვა დამხმარე ნაგებობებს. ტაძრის საერთო ფართობი შეადგენს 5 ათას კვ. მ, ხოლო სიმაღლე – 101 მეტრს. ეკლესიის ზარები გერმანიაში გაკეთდა. სამრეკლოზე დაამონტაჟეს 9 ზარი ორი რეჟიმით: მექანიკურით და ელექტრონულით. ყველაზე დიდი ზარის წონა 8200 კილოგრამია.

ტაძარში არის 13 ტახტი. ტაძრის იატაკი დაგებულია მარმარილოს ფირფიტებისაგან და მორთულია მოზაიკით. კედლები მოხატულია ფერწერიტა და ფრესკებით. ტაძარში შეიძლება იხილოთ რამდენიმე ძვირფასი ხატი და დიდი ხელნაწერი ბიბლია, რომელიც ალტართან დევს. წმინდა სამების ყველა ოთხივე ფასადი გაკეთილშობილებულია თაღებითა და უნიკალური ჩუქურთმების რამდენიმე რიგებით.