აჭარის ღვინის სახლი

< Go back

აჭარის ღვინის სახლი – ეს უნიკალური კომპლექსია ხელვაჩაურის რაიონის ძველი ღვინის კომპანიის ადგილას, ბათუმიდან 20 წუთის სავალზე, დაუჯერებლად თვალწარმტაცი ადგილი ხშირი ტყეებით დაფარული მთების გარემოცვაში. კომპლექსის ერთერთ ყველაზე მთავარ ამოცანას წარმოადგენს აჭარაში მეღვინეობის უძველესი ტრადიციის აღდგენა, ღვინო „ჩხავერის“ დამზადება ადგილობრივი ჯიშის ყურძნისაგან.

ყველაფერი აჭარის ღვინის სახლში მოგაგონებთ გემოვნებით გაკეთებულ უძველეს ევროპულ შატოს. თქვენ აქ ნახავთ პატარა ღვინის ცეხს ღვინის მარნით, გაიგებთ, როგორ გამოიყურება ნამდვილი ვენახი, ასევე გაეცნობით ღმერთების სასმელის მომზადების წესებს.

თუ დაგეგმავთ აჭარის ღვინის სახლში გამგზავრებას, მოიმარაგეთ საკმარისი დრო. დღისით აქ შესაძლებელია დატკბეთ სიგრილით, დაისვენოთ ჰამაკში და დატკბებით ულამაზესი ბუნებით. საღამოს თქვენ გელოდებათ ქართული ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი.